ყაზახეთში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ყველა მგზავრი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 28.01.2016
ნანახია: 1790

ყაზახეთში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ყველა მგზავრი დაიღუპა. სამოქალაქო ვერტმფრენმა ავიაკატარსტროფა ალმა-ათის ოლქში განიცადა. ვერტმფრენი, რომელსაც ერთი წლის ბავშვი დედასთან ერთად საავადმყოფოში გადაჰყავდა, რადარებიდან გვიან ღამით გაქრა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდა 500 ადამიანი და 70 ერთეული ტექნიკა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლთა თქმით, ვერტმფრენის ფრაგმენტები და სამი მგზავრის ცხედარი გამთენიისას იპოვეს. ბორტზე სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. პილოტი, ორი ექიმი, ექთანი და მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან ერთად.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე