გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 09:49 | 28.01.2016
ნანახია: 1682

გარდაბანში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.  პირველი საინფორმაციო ბრიფინგი უწყებაში უკვე გაიმართა.

პრეს სპიკერის ინფორმაციით, ყველა უბანი თავის დროზე გაიხსნა, თუმცა ორ მათგანზე - 54-ე და 30-ე უბანზე, კენჭისყრის პროცედურები დადგენილ ვადაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

"ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე, გაიხსნა, თუმცა 2 უბანზე კენჭისყრის პროცედურები დადგენილზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება, ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში, კანონით აკრძალულია კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,“- განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ. 

ცესკოში დღის განმავლობაში სულ ოთხი პრესკონფერენციის მოწყობა იგეგმება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში განრიგი შესაძლოა, შეიცვალოს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე