თავდაცვის მინისტრი და გენ.შტაბის უფროსი დაჭრილ ქართველი სამხედროს მოსანახულებლად გერმანიაში გაემგზავრნენ

საქართველო, თბილისი - 14:08 | 27.09.2015
ნანახია: 2008

 თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოდან გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროს სერჟანტ პაატა როსტობაიას მოინახულებენ.

„დღეს, ასე გვიან იმიტომ შევიკრიბეთ „გმირთა სავანეზე“, რომ აქედა, მინისტრთან ერთდ მივემგზავრებით გერმანიაში ჩვენი დაჭრილი მებრძოლის სანახავად. ამის შემდეგ კი სამუშაო ვიზიტით მივემგზავრებით ამერიკის შეერთებუ შტატებში. შესაბამისად ბოდიშს ვიხდი ამ ბიჭების წინაშე, ვინც აქ წვანან, რომ უფორმოდ ვარ მოსული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეს არის ისეთი იარა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვერ შეიხორცებს ქართველი ხალხი. ჩვენ აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ყოველთვის გვემახსოვრება ეს ძალიან მძიმე დღეები და ის ბიჭები, ვინც თავიანთი სიცოცხლე გაიღეს უკეთესი და ერთიანი საქართველოსთვის.” - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე