გუგული მაღრაძის სახით ხელში შეგვრჩა კიდევ ერთი კომუნისტი,- გიორგი კანდელაკი

საქართველო, თბილისი - 16:19 | 27.01.2016
ნანახია: 1535

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა, კომუნიზმთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ბროშურა შეაფასა, რომლის ავტორიც გუგული მაღრაძეა. კანდელაკმა ჟურნალისტებთან ბროშურიდან ამონარიდი წაიკითხა, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანი არ შეიძლება სტრასბურგში ქართული დელეგაციის წევრი იყოს. 

„გუგული მაღრაძე ამ ბროშურაში ამბობს: „კომუნიზმის მშენებლობის საბოლოო მიზანს ახალი ტიპის ადამიანი წარმოადგენს, ყოველმხრივი და ჰარმონიულად განვითარებული, არსებითი ადამიანური ძალების თავისუფალი და სრული გამოვლინება არის კომუნიზმის წარმატებით მშენებლობის აუცილებელი პირობა.“ 

„ეს ბროშურა გვაჩვენებს რომ, სამწუხაროდ, მისი სახით ხელში შეგვრჩა კიდევ ერთი კომუნისტი, რომელიც ხმამაღლა, თავგამოდებით ემსახურებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციას,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მესამე სასესიო დღე მიმდინარეობს. დღის წესრიგის მთავარი თემები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და არალეგალური მიგრაციაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე