„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 14:23 | 05.03.2021 ნანახია: 693„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს. მათ შორისაა 10-მდე ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აღჭურვილია 2.5 ჰიბრიდული ძრავით, გამოიმუშავებს 222 ცხენის ძალას და გამოირჩევა საწვავის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (4.4ლ/100კმ).
ბენზინის ძრავით წარმოდგენილი მოდელები აღჭურვილია 2.0 ძრავით და ჰიბრიდის მსგავსად სამოდელო ხაზში ხელმისაწვდომია, როგორც წინა წამყვანი თვლებით, ასევე სრული ამძრაობის სისტემის მქონე (4x4) კომპლექტაციებით.
„ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ RAV4-ის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო განვადებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არჩევანს ლიზინგზე შეაჩერებს, დამატებით 8000 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლებს.
ასევე, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თრეიდ-ინ შეთავაზებით, რაც გულისხმობს, ნებისმიერი მარკის მეორადი ავტომობილის „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ჩაბარებას და ცენტრიდან ახალი რავ4-ის გაყვანას მასზე მორგებული პირობებით. ახალი ავტომობილის დაზღვევა უკვე შესაძლებელია ცენტრიდან გაუსვლელად ტოიოტას ექსკლუზიური დაზღვევით, ტოიოტა კასკოთი.
1989 წელს ტოკიოს ავტოგამოფენაზე გაჩნდა RAV4-ის კონცეპტ მოდელი, რომელმაც მომენტალურად მიიქცია ავტომოყვარულთა ყურადღება. ტოიოტამ მისი სერიული წარმოება 1994 წლიდან დაიწყო. 26 წლის შემდეგ კი მისი გაყიდვები 10 მილიონ ერთეულ მოდელს აღწევს. 2018 წელს, იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს მეხუთე თაობის ტოიოტა რავ4, რომელიც კროსოვერებს შორის ნამდვილი ბესტსელერი გახდა და დღემდე ამ სტატუსს არცერთ სხვა მოდელს არ უთმობს. მეხუთე თაობის RAV4 აწყობილია TNGA პლატფორმაზე (ტოიოტა ახალი გლობალური არქიტექტურა) სწორედ აღნიშნული პლატფორმის წყალობით მეხუთე თაობის RAV4 მისი წინამორბედისგან განსხვავებით გამოირჩევა მეტად მყარი კონსტრუქციით, მისი სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად დაბლაა დაწეული, რის გამოც, მეხუთე თაობის RAV4-ს გააჩნია შეუდარებელი მანევრისა და მართვის უნარი. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის RAV4 აღჭურვილი TSS სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით), რომელსაც გააჩნია:
- შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა - ფრონტალური შეჯახების საფრთხის წინასწარი შეტყობინების, ავტომატური დამუხრუჭებისა და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის ფუნქციით;
- ავტომატური კრუიზ-კონტროლის სისტემა- სიჩქარეთა ყველა დიაპაზონში უზრუნველყოფს წინ მიმავალ ავტომობილამდე უსაფრთხო დისტანციის დაცვის ფუნქციას;
- საგზაო ზოლიდან გადასვლის შეტყობინების სისტემა- უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ საგზაო მონიშვნის გადაკვეთისას შეტყობინებას, საწყის ზოლში დაბრუნების ავტომატური ფუნქციით;
- ფარების ავტომატური გადართვის სისტემა- ავტომობილის გადაადგილებისას, საჭიროების შემთხვევაში, შორი განათების ახლო განათებაზე ავტომატურად გადართვას უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე : (+995 032) 229 20 00 ან გვეწვიეთ შოურუმში მისამართზე: ვაკე, უნივერსიტეტის ქ.N6.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა