როდესაც მოვა ამის დრო, გაიგებთ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ - არა - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 18:57 | 08.03.2021 ნანახია: 140
მომდევნო დღეების, მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, აპირებს თუ მმართველი პარტიის დატოვებას.
„ეს არის არასწორი ინფორმაცია, მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების განმავლობაში, მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, თქვენ ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მე მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არ მივიღებ. ამასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია. არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რომ რაღაც მალულად იყოს, ან ჩუმად. ყველაფერი იქნება ცხადი ყველასთვის, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული თბილისის, თბილისელების წინაშე. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, თქვენ ხართ ამის მოწმენი, რადგან ყოველ დღე, როდესაც დავდივართ სამუშაოებზე, დადიხართ ჩემთან ერთად. შესაბამისად, გადაწყვეტილება როგორიც იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კულტურა
- „ჰარი პოტერისა“ და „ალესილი კეპების“ მსახიობი ჰელენ მაკრორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
- რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა
- გელათის ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია - კულტურის სამინისტრო
- 2021 წლის ოსკარის ნომინანტები დასახელდა
კონფლიქტები
- გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები