Pfizer-ის დირექტორი ისრაელში იმის გამო არ შეუშვეს, რომ აცრილი არ იყო

საქართველო, თბილისი - 16:22 | 07.03.2021
ნანახია: 231

კომპანია Pfizer-ის გენერალური დირექტორი ალბერტ ბურლა ისრაელში იმის გამო არ შეუშვეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო. ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post-ი იუწყება.

ტოპ-მენეჯერის თქმით, ბურლას ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა მეორე დოზის გაკეთება ისრაელში გამგზავრებამდე ვერ მოასწრო. აღნიშნულია, რომ კომპანიის დელეგაციის არცერთ წევრი აცრილი არ იყო. შეკითხვაზე თუ რატომ აჭიანურებს ბურლა ამ პროცედურას, ტოპ-მენეჯერმა უპასუხა, რომ ის ურიგოდ წასვლას არ აპირებს, რადგან არიან ადამიანებ, რომლებსაც აცრა უფრო მეტად ესაჭიროებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე