ხიდაშელი: საქართველოში, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ ისწავლეს ისტორიის გაკვეთილები
საქართველო, თბილისი - 14:08 | 27.09.2015 ნანახია: 1977დღეს სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, გვიან ღამით, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე - „გმირთა სავანე“ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად მივიდნენ. ვაშლიჯვარის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი იმაგეს აფხაზეთის ომში მონაწილე იმ სამხედრო მოსამსახურეებმაც, რომლებიც დღემდე მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
“ყველამ ვიცით, აქ რატომ ვართ. გვინდოდა, სიმბოლურად ღამე შევხვედროდით ამ დღეს, აქ ერთად. დღეს განსაკუთრებით მძიმე არის თავდაცვის სამინისტროსთვის და მთელი ქვეყნისთვის, რადგან 22 წელი გვაშორებს იმ ტრაგიკულ დღესთან, რომელსაც სოხუმის დაცემა ქვია. ჩვენი ბიჭები ისევ სამშობლოს დაცვისთვის, მშვიდობისთვის იღუპებიან. დღეს, როდესაც 21 წლის ახალგაზრდა ვაჟკაცი არის რუსთავში და მისი დაკრძალვისთვის ემზადება საქართველო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ყოველი ასეთი დღე და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ ისწავლეს ისტორიის გაკვეთილები. ისტორიის, რომელიც ჩვენს თვალწინ, ჩვენი თაობის თვალწინ იწერებოდა,” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა