თუ მელიას მიზანია, მიეცეს თვითგვემას, ციხეში მემუარები წეროს და განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, რა ვქნათ ახლა - ალუდა ღუდუშაური

საქართველო, თბილისი - 13:36 | 26.02.2021
ნანახია: 577

"ქართული ოცნების" ახალი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ უნდა და ციხეში მემუარების წერა სურს, ეს მისი არჩევანია.

"რაც შეეხება იმას, რომ ბატონი ნიკანორ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, ნუ რა ვქნათ ახლა, არ აპირებს და კიბატონო, თუ მისი მდგომარეობაა, რომ მიეცეს თვითგვემას, თუ მისი მზანი ისაა, რომ მიეცეს თვითგვემას და ციხეში მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმაოს, ეს მისი არჩევანია", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

26 თებერვალს დედაქალაქში ოპოზიციის მასშტაბური აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია გათავისუფლდნენ ნიკა მელია და გიორგი რურუა. ასევე, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე