ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 18:11 | 26.01.2016
ნანახია: 1686

26 იანვრის მონაცემებით,  ბათუმში  თოვლის საფარის სიმაღლემ  80 სმ-ს გადააჭარბა, - იუწყება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  გარემოს ეროვნული სააგენტო.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ბათუმში ასეთი უხვთოვლიანობა არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების ინფორმაციით 1985 წელს თოვლის საფარის სიმაღლე 101 სმ დაფიქსირდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული სინოპტიკური ინფორმაციით   უახლოეს 1 საათში თოვა შეწყდება. ხვალიდან მოსალოდნელია  უნალექო ამინდი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე