საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 26.01.2016
ნანახია: 1525

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა. ღონისძიებაში, რომელიც  „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის" ინიციატივითდაიგეგმა,  სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა  მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა ლონდა თოლორაიამ სტუდენტებს  პროკურატურის სისტემა დაპროკურორის საქმიანობა გააცნო.  მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გამოძიების და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე პროკურორის როლისა დაფუნქციების შესახებ. 

საქართველოს პროკურატურა კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას ,,ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან" და ჩაერთვება ყველა იმ პროექტში, რომელიცორიენტირებული იქნება ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე