ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 05.02.2021
ნანახია: 811

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლო მას ე.წ მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავებოდა.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე