მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 11.09.2015
ნანახია: 2923

82 წლის ასაკში ქართველი მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა. რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა. სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. რეზო ჭეიშვილი იყო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს - ინფორმაცია") სცენარის ავტორი.

მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღი პრემია "საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე