უკანასკნელი მონაცემები - H1N1 ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს 159-მა ადამიანმა მიმართა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 24.01.2016
ნანახია: 2284

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის სიმპტომებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს 159-მა პაციენტმა მიმართა. ამის შესახებ ,,კურიერთან“ საუბარში რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა.

ექიმების ინფომრაციით, აქედან 4-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, რადგან მათ პნევმონია დაუდგინდათ. H1N1 დადასტურებული შემთხვევით კლინიკაში ამჟამად ერთი ადამიანია მოთავსებული. ანალოგიური შტამით იაშვილის კლინიკაში 6 წლამდე ასაკის 11 ბავშვი იმყოფება - მათგან ნაწილს ფილტვების ანთებაც აღენიშნება.

 “რესპუბლიკურ საავადმყოფოს 24 საათის განმავლობაში 159-მა ადამიანმა მიმართა აქედან 4 ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ამასთან ერთდ სახლში გასვლის 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ისეთი შემთვევები რომ იყოს რაღაც საგანგაშო ამჯამად არ არის. ეპიდემიის საშიშროება არ არის“ - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.    


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე