შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 24.01.2016
ნანახია: 1538

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ, საგრანტო პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხარდაჭერა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებზე (GBRN) რეაგირებაში“ ფარგლებში, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა: დეკონტამინაციის 4 კაბინა, აირგაუმტარი კომბინეზონები, პნევმატური კარავი და სამედიცინო ჩანთები გადასცა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
პოლონური მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან. 2015 წელს სააგენტოს თანამშრომლები პოლონეთში, ქალაქ გურჯონში იმყოფებიდნენ, სადაც მათ პოლონურმა კომპანია ''LUBAWASA''-მ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისათვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის შესასწავლი ტრენინგი ჩაუტარა. ქართველმა მაშველებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ ვარჯიშში, რომელიც ქიმიური ნივთიერების შედეგად დაზარალებული ადამიანების სამაშველო ღონისძიებას ითვალისწინებდა.
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გადაცემული აღჭურვილობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს კატასტროფების რისკების შემცირებას და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირეთა კოორდინირებულ მუშაობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე