საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია დღეს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 08:00 | 28.09.2015
ნანახია: 2036

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, 4-დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.

ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება. არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპისპარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ევროკავშირის რეგულაციაში N539/2001 შეტანილი ქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე