შსს-ს თანამშრომლებმა ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლის ბავშვებს სურვილები აუსრულეს

საქართველო, თბილისი - 11:29 | 24.01.2016
ნანახია: 1548

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბერი ანდრიას სახელობის, სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო სახლის ბენეფიციარებს ეწვია.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად მობილური ტელეფონები, პლანშეტები, სათამაშოები და სპორტული ინვენტარი მიუტანეს. საჩუქრები იმ წერილების მიხედვით იყო შერჩეული, რომლებშიც ბავშვებმა საკუთარი სურვილები დაწერეს და ცოტა ხნის წინ მათთან სტუმრად მყოფ შსს-ს წარმომადგენლებს გადასცეს.
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი მომავალშიც ითანამშრომლებს ბერია ანდრიას სახელობის ფონდთან. აღნიშნული ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უანგაროდ ეხმარება და მათ მკურნალობასა და რეაბილიტაციას ემსახურება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე