საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

საქართველო, თბილისი - 14:50 | 23.01.2016
ნანახია: 1647

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა. ცნობილი ზღაპრის გმირებმა ბავშვებს კიდევ ერთხელ მიულოცეს  ახალი წლის დღესასწაული და  გასართობი პროგრამა წარუდგინეს. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს  გადაეცათ  ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიაპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები.  
ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ 2015 წლის 13 დეკემბერს საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ში მცხოვრებმა ბავშვებმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრები თანატოლებისთვის  სხვადასხვა სახის საჩუქრები შეაგროვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთგვარ პატრონაჟს უწევს ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს და წლის განმალობაში მათთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავს. ქ.ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით  კი შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის გასვწრივ მდებარე ბავშვებისთვის საჩუქრები გასულ წელსაც შეგროვდა. ​

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე