გარემოსა დაცვის მინისტრის მოადგილე ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:36 | 23.01.2016
ნანახია: 1478

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. გამოცდილ ექსპერტთა ჯგუფის მიერ დაფინანსდა პროექტი, რომელიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის და გარემოსდაცვითი ზიანის გამოთვლის მეთოდიკის შემუშავებას ითავლისწინებს. რაც თავის მხრივ ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ვალდებულებას წარმოადგენს. შეხვერდაზე პროექტთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და წარმატებულად განხორციელებისთვის კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების მექანიზმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების ჩატარება, სამრეწველო დაბინძურების პრევენციისა და კონტროლისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარების დაფინანსებისთვის თვინინგის პროექტის შემუშავება. ასევე, განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიზნით შემუშავებული გზამკვლევით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე