კანადელმა მოსწავლემ თავისი ძმები და მერის ქალიშვილი მოკლა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 23.01.2016
ნანახია: 2035

კანადაში სასკაჩევანის პროვინციის ლა-ლოშის სკოლის მოსწავლემ თავისი ორი ძმა და მერის ქალიშვილი მოკლა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

მერის კევინ ჟანვიეს თქმით, მისი 23 წლის ქალიშვილი, რომელიც მასწავლებლად მუშაობდა, ეჭვმიტანილმა სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მისივე თქმით, მოზარდმა, სკოლაში ცეცხლის გახსნამდე სახლში თავისი ძმები დახოცა.

პოლიციელთა განცხადებით, სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ხუთი დაღუპულის შესახებ საუბრობდა. მეოთხე გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

დამნაშავის ვინაობა და დანაშაულის მოტივები უცნობია.

სკოლაში ოფიციალური მონაცემებით 900 მოსწავლე სწავლობს. მოზარდი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე