კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, ლევან თუთბერიძის ფილმი ”მოირა”, უსასყიდლოდ გადაეცა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 27.09.2015
ნანახია: 2276

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, ლევან თუთბერიძის ფილმი ”მოირა”, 20-წლიანი სარგებლობის ვადით უსასყიდლოდ გადაეცა. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ფილმზე ქონებრივი უფლებები და შვიდი მყარი დისკი გადაეცა.

ამავე განკარგულებით, უფლების გადაცემა გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს. კერძოდ, შპს „მოირა-ფილმის“ მხრიდან ფილმის დაცვა, განვითარება, გავრცელება; გაქირავება/დისტრიბუცია, პოპულარიზაცია, ფესტივალებსა და კინოჩვენებებში მონაწილეობა.

ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, შპს „მოირა-ფილმთან“ შეთანხმებით, უსასყიდლოდ გამოიყენოს აღნიშნული ფილმი არაკომერციული ჩვენებებისათვის.

ლევან თუთბერიძის ახალი ფილმი „მოირა“ ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე