გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული, რომელიც ორი ახალგაზრდის პროექტია - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 14:00 | 20.01.2021 ნანახია: 191
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში არა ნაგვის ურნები, არამედ ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული, რომელიც ორი ახალგაზრდის კერძო ინიციატივაა.
გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერი დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
„გუშინ მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ეს ცხადია, მიზანმიმართულად ხდებოდა. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩაზე გადაღებულ ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს, მერიას, მერს, რომ თურმე საერთოდ რაზე ვფიქრობთ, რა პროექტებს ვახორციელებთ. საუბარი იყო იმაზე, თითქოს, დასასვენებელ სკამებში ჩავდგით სანაგვე ურნები, რომელიც ფოტოებზე გადავსებული იყო. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიცრუეა. მინდა, რეალობა ვუთხრა საზოგადოებას: ეს არ არის არც მერიის, არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი ძალიან კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომელთაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ. სამუშაოები უკვე დამთავრებული აქვთ და ელოდებიან, როდის იქნება შესაძლებელი, პანდემიის პირობებში რესტორნები გაიხსნას. აღნიშნულმა ორმა ახალგაზრდამ ეს მოსასვენებელი სკამები განათავსა, რომლებზეც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნულ ორ მოქალაქეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რა სისულელე მოიგონა დედაქალაქის მერიამ და მერმა, არ ეყოფათ რაც ჭავჭავაძეზე გააკეთეს? ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების დაპროექტება და განვითარება, თავისი მიწისქვეშა ურნებით. აბა, ის მოსწონდა ხალხს, ვირთხები, თაგვები და სუნი? ვიზუალურ მხარეზე საერთოდ აღარ ვსაუბრობთ. მაგრამ თქვენ - მხედველობაში მყავს ის ოპონენტები, რომლებიც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული, ყველაფერი კარგი ცუდად გინდათ წარმოაჩინოთ, მშენებლობა - ნგრევად, კარგი გაკეთებული საქმეები - ცუდად, დახმარება - არდახმარებად და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ და მოატყუოთ. მე ამ ორ ახალგაზრდას საერთოდ არ ვიცნობ. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი პროექტი გააკეთეს. ეს არის დასასველებელი სკამები, სადაც დამონტაჟებულია ხე-მცენარეების ჩასარგავი ქოთნები, რომლებიც მართლაც ძალიან ლამაზია. ერთ-ერთმა მათგანმა გუშინ განცხადებაც გააკეთა, რომ ეს მათი ინიციატივით იყო და ოჯახური პრობლემების გამო, რომელიც ტრაგედიას უკავშირდება, ვერ მოასწრეს დასრულება. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ საზოგადოება ხედავს, ვინ ვინ არის და ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ, მაქსიმალური ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, რომელსაც ვაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, რომელთა შესახებაც საზოგადოებას უფრო სრულყოფილ ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- ჩინური ვაქცინა ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან, ამ ოფციის განხილვა დაწყებული გვაქვს - თამარ გაბუნია
- ევროპელი დიპლომატები პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დასახმარებლად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ
- მხარს დავუჭერდი, რომ უფრო მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის - გომელაური
- ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა, არავინ აღმოჩნდა, ვინც მელიას სწორ რჩევას მისცემდა - წულუკიანი
სამართალი
- თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დააზიანეს
- არასდროს მითქვამს, რომ ესებუას მაქსიმუმ ერთ თვეში დავაკავებთ. არ ვიცი როდის დავაკავებთ - გომელაური
- 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს
- დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი და კიდევ 4 პირი დააკავეს
მსოფლიო
- COVID-პასპორტები ევროკავშირში ზაფხულიდან გაიცემა
- აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქ, იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა
- ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა მოქალაქე აიცრება
- არ წავახალისებთ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით - ენტონი ბლინკენი
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ