პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ესხმის თავს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს - ნინო ლომჯარია
საქართველო, თბილისი - 13:32 | 20.01.2021 ნანახია: 118
საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მთავრობასთან ერტად საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმარტავს.
„2020 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც ე.წ. „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.
აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. კერძოდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.
ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა:
2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.
2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.
რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“.
გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.
ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა ის, რომ, მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, წლიდან წლამდე მცირდება აღნიშნული დაწესებულებებიდან სახალხო დამცველთან შემოსული მომართვები და განცხადებები. მაგალითად, 2020 წელს პატიმრებისგან შემოსული 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმართა უამრავი პრობლემა სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოდის და არ ხმაურდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი პროაქტიული მუშაობა ნახევრად ღია დაწესებულებებში.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ:
საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად;
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის;
საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.
ამავდროულად, გვსურს მივმართოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ დახმარებას უწევენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - კრიმინალური სუბკულტურის გავლენის მასშტაბის, ამ პროცესში ადმინისტრაციის მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დონორული მხარდაჭერა მოხმარდეს ამ სისტემის არსებით გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას და არა არსებული მანკიერი მართვის მოდელის გაძლიერებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიტიკა
- მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებითა და აქციებით - ლევან იოსელიანი
- ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა
- დღეს სააკაშვილის ჩამოსვლაზე საუბარი არ მგონია რელევანტური და სწორი - სერგი კაპანაძე
- მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება - ირაკლი ღარიბაშვილი
საზოგადოება
- ოპოზიციის აქცია-მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
- თბილისის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
- საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურს ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს
- საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამართალი
- სახელმწიფო ინსპექტორმა ზუგდიდში დევნის ოპერაციის დროს პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- პირი, რომელმაც ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღა, დაკავების ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად დაიღუპა
- ყვარელის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- პროკურატურამ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს ბრალი წარუდგინა
მსოფლიო
- ჩემი წასვლის საკითხი ხალხის გადასაწყვეტია, დაე, ხალხმა განმსაჯოს, თუნდაც დამხვრიტოს ამ მოედანზე - ფაშინიანი
- ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს მიმართა
- სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა
- განა პირველი ქვეყანაა, რომელმაც Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინა მიიღო
კულტურა
- მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
- ბერლინის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საკონკურსო პროგრამა წარადგინეს
- 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი
- "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა, რომლის რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს, 2 აპრილს გაიმართება
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შემოვიდა