პანდემიის პირობებში საქართველოს ფოსტის მხარდაჭერა საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

საქართველო, თბილისი - 10:29 | 20.01.2021
ნანახია: 558

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ემიგრანტ მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოსწავლეთა მხარ­დაჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტამ საქართველოდან საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ათენის ვახტანგ მე-6 სახელობის ქართული საკვირაო სკოლისთვის წიგნების ტრანსპორტირება უზრუნველყო სრულიად უსასყიდლოდ.

ასევე, პანდემიის პირობებში, თანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტა შეუერთდა საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის სოციალური ფონდის პროექტს ,,დაეხმარე თანამემამულეს”, რომელიც მიზნად ისახავს ეტაპობრივად, რეგიონში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების მომარაგებას თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით.

საქართველოს ფოსტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხის მგებლობის მქონე კომპანიამ, უზრუნველყო საქველმოქმედო გზავნილების ტრანსპორტირება ბენეფიციარებამდე, საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში, კერძოდ ქალაქ ქუთაისში. აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და გულისხმობს საქართველოს ფოსტის მიერ შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას.

საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე