საქართველოს მთავარი პროკურორი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:44 | 22.01.2016
ნანახია: 2256

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში თურქეთის  რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულებაზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფისდეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი აჰმეთ სონერ ენსაროღლუ.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ირაკლი შოთაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფროგაღრმავების იმედი  გამოთქვა. თავის მხრივ, მთავარმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ელჩს 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურისდელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის და გამოხატა მზადყოფნა მისი თურქი კოლეგის საქართველოშიოფიციალურ მოწვევასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომავალში შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზეისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ძებნილი პირების ექსტრადიციადა სამართლებრივი დახმარება, ასევე ერთობლივი ტრენინგებისა და სასწავლო სემინარების ორგანიზება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე