კორონავირუსისგან ყოველკვირეულად, შესაძლოა, 100 ათასი ადამიანი დაიღუპოს - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 20:04 | 18.01.2021
ნანახია: 591

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ შესაძლოა, ყოველკვირეულად კორონავირუსისგან 100 ათასი ადამიანი დაიღუპოს. იუწყება სააგენტო „როიტერი“.

„ამ დროისათვის ეპიდემიოლოგიური ვითარება არათანაბრად ვითარდება. მომავალში ის შესაძლოა გართულდეს“, - განაცხადა ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამების დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

როგორც აღნიშნულია, ამჟამად, გარდაცვალების 47 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. პროგნოზის თანახმად, მაჩვენებელი კი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

ევროპაში სიტუაცია, პირიქით, სტაბილურდება, თუმცა სიკვდილიანობის დონე კვლავ მაღალია.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 93 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა ორ მილიონზე მეტი ადამიანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე