შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გიორგი ვაშაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატებით შანტაჟს - ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:40 | 18.01.2021
ნანახია: 488

"მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერზე, შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდებოდეს.
ელისაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გიორგი ვაშაძისგან მიიღო ოფიციალური უარი, შიდა კონსულტაციებში მონაწილეობაზე.

ელისაშვილის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელს" რამდენიმე დღის წინ ჰქონდა სხვა პოზიცია, დღეს კი, უარი "გირჩისა" და "მოქალაქეებისთვის" იყო მოულოდნელი. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიმართ, შესაძლოა, შანტაჟს ჰქონდეს ადგილი.

"ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო ძალიან კმაყოფილი და მონდომებული ასეთი შეხვედრა გამართულიყო. ეს ვიცოდით ორი დღით ადრე, მე ვამბობ ახლა, ვახო მეგრელიშვილის სიტყვებს. ძალიან დიდი კმაყოფილება გამოთქვა გიორგი ვაშაძემ.

ამ ორ დღეში რა მოხდა მის თავს, არ ვიცი, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატარა ვაშაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატებით შანტაჟს, ამ შანტაჟს ეწევიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაძლოა, არ ვიცი მე იაგოს სიტყვებს ვიმეორებ. შესაძლოა, იყოს შანტაჟი, მათ შორის, მოყვნენ ყოფილი თანაგუნდელები ვაშაძე და სხვები, ეს ნამდვილად არ ვიცი,"-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე