ლედი გაგა და ჯენიფერ ლოპესი ჯოზეფ ბაიდენისა ინაუგურაციაზე იმღერებენ

საქართველო, თბილისი - 18:47 | 14.01.2021
ნანახია: 595

ჯენიფერ ლოპესი და ლედი გაგა აშშ-ის არჩეული პრეზიდენის ჯოზეფ ბაიდენისა და არჩეული ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე იმღერებენ. ინფორმაციას ტელეარხი ABC ავრცელებს.

მისი მონაცემებით, გადაცემაში, რომელიც ცერემონიას მიეძღვნება, ასევ გამოჩნდებიან მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი, მუსიკოსი ბონ ჯოვი, მსახიობი დემი ლოვატო, ასევე ბაიდენის მეგობრები და მხარდამჭერები.

 „მოხარულები ვართ, რომ წარვადგინოთ ინაუგურაციის 59-ე ცერემონიის მონაწილეთა სია. ეს ადამიანები წარმოადგენენ ჩვენი დიადი ერის მრავალფეროვნებას“, - მოყავს ტელეარხს ინაუგურაციის კომიტეტის წარმომადგენლის ტონი ალენის სიტყვები.

ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე