სოფელ ბუკნარში კვლავ დაძაბულობაა

საქართველო, თბილისი - 18:07 | 13.01.2021
ნანახია: 187

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში კვლავ დაძაბულობაა.
ამ დროისთვის სოფლის ცენტრში ერთმანეთის პირისპირ დგას ქრისტიანული მრევლი და მუსლიმი თემი, თუმცა, მათ შორის პოლიციის კორდონია. მუსლიმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

გუბერნატორთან მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

კონფლიქტი კი ადგილობრივ მუსლიმურ და ქრისტიან მოსახლეობას შორის უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მუსლიმი თემი სალოცავს ითხოვს, რასაც დანარჩენები ეწინააღმდეგებიან. ქრისტიანები ამბობენ, რომ სოფელში მეჩეთის აშენება არ სურთ, რადგან მათი თქმით, ლანჩხუთის სამ სოფელში მუსლიმებს სალოცავები უკვე აქვთ .

ბუკნარში მუსლიმები მეჩეთის აშენებას 2007 წლიდან ითხოვენ.

შეგახსენებთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით შსს-მ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე