მივესალმები გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას - ემანუელ მაკრონი
საქართველო, თბილისი - 21:05 | 12.01.2021 ნანახია: 76
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მიესალმება.
ამის შესახებ მაკრონის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომლის თარგმანსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, მადლობას მოგახსენებთ 2020 წლის 30 ნოემბრის წერილისთვის, რომელსაც ყურადღებით გავეცანი. ორიენტირებულია რა ევროპაზე, თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ამის დასტურია ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაფუძნება, რომელიც ჩვენ ერთად დავაარსეთ და რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება და პირველი შედეგების ჩვენება. სამხრეთ კავკასიის პრობლემურ კონტექსტში, ჩვენს ქვეყნებს შორის სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთ-გერმანიის 12 დეკემბრის განცხადებაში.
თქვენს წერილში, მთხოვეთ ყურადღება გამემახვილებინა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (CPI) მოსამართლის თანამდებობაზე 2021-2030 წლების ვადით, არჩევნების ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 17 – 23 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩატარდა.
თქვენ ხაზი გაუსვით მის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართალში და ომის დანაშაულების მსხვერპლთა დახმარებაში, მის შესანიშნავ პროფესიონალიზმს, ისევე როგორც მიუკერძოებლობას, თვისებებს რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო სასამართლოში მოღვაწეობისთვის. მართლაც, დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომისიამ დაადასტურა რომ თქვენს კანდიდატს გააჩნია აუცილებელი კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის და ჩვენც ასევე აღვნიშნეთ ღია განხილვისას რომ ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო.
სწორედ ამიტომ, მივესალმები 18 დეკემბერს ნიუ-იორკში ბატონი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს, - ნათქვამია ემანუელ მაკრონის წერილში.
გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს, გასული წლის 19 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ლორთქიფანიძე ჰააგის მოსამართლე 9 წლის ვადით იქნება. აღსანიშნავია, რომ ის ICC-ში პირველი მოსამართლეა საქართველოდან.
პოლიტიკა
- არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, ამხელა ტყუილების გუდა საიდან გაქვს - ხაზარაძე ელისაშვილს
- ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნად მეორე ვადით აირჩიეს
- იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს? - გიგი უგულავა
- ზურაბ ჯაფარიძე "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უარყოფს
კონფლიქტები
- სოფელ ხურჩის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
- ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაიმართება
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა