ბეირუთის პორტში აფეთქების საქმეზე ინტერპოლი რუსეთის მოქალაქეების დაკავებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 19:17 | 12.01.2021
ნანახია: 187

ინტერპოლმა რუსეთის მოქალაქეების იგორ გრეჩუშკინისა და ბორის პროკოშევის დაკავების ორდერი გასცა ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. ინფორმციას ლიბანური მედია ავრცელებს.

გრეჩუშკინს სატვირთო გემი Rhosus-ი ეკუთვნოდა, რომელსაც ამონიუმის ნიტრატი ბათუმიდან მოზამბიკში გადაჰქონდა. 2013 წელს ხომალდი ლიბანში ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა, თუმცა შემოწმების შემდეგ პორტის ხელმძღვანელობამ მას ზღვაში დაბრუნება აუკრძალა. შედეგად გრეჩუშკინი გაკოტრდა და ეკიპაჟი მიატოვა. რუს და უკარაინელ მეზღვაურებს ლიბანში დარჩენა მოუწიათ. მათ არ უხდიდნენ ხელფასებს და არ ამარაგებდნენ პროდუქტებით. იმ დროისათვის გემის კაპიტანი პროკოშოვი იყო.

შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოში ბეირუთის პორტში მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქდა  2 750 ტონა კონფისკირებული ამონიუმის ნიტრატი, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 190 ადამიანი, დაშავდა 6 ათასზე მეტი პირი. ლიბანის დედაქალაქი უბედურების ზონად გამოცხადდა. 19 სექტემბრამდე ქალაქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდა.

ამის შემდეგ ბეირუთში ანტისამთავრობო გამოსვლების ტალღა აგორდა. რის შემდეგაც ქვეყნის პრემიერი ჰასან დიიაბი და მისი მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე