ეგეოსის ზღვაში ლტოლვილების გემების ჩაძირვისას 12 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 22.01.2016
ნანახია: 1700

ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ორი გემი ჩიაძირა. დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ ფარმაკონისთან ექსვი ბავშვი და ერთი ქალი ტივის ჩაძირვისას დაიხრჩო. ისინი თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლას აპირებდნენ. ტივზე სულ 48 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩენილები ნაპირზე არიან გადაყვანილი.

გამთენიისას კუნძულ კალოლიმნოსთან დაიწყო ჩაძირული გემის სამძებრო სამუშაოები. დაკარგული ლტოლვილების ძებნაში ჩართული იყო სანაპირო დაცვის სამი გემი, ვერტმფრენი და ნავები. ამ დროისათვის გადარჩენილია 26 ლტოლვილი და ნაპოვნია ხუთი ცხედარი.

გემის მგზავრების ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია, ზოგიერთი გადარჩენილის თქმით, ბორტზე 70-100 ადამიანი იმყოფებოდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე