ყოფილ პოლიციელს სექსუალური ძალადობისთვის 263-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 22.01.2016
ნანახია: 1673

აშშ-ში სასამართლომ ყოფილ პოლიციელს, ოკლაჰომას შტატიდან, გაუპატიურებებისთვის 263-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

გამამტყუნებელი განაჩენი 18 გაუპატიურების გამო სასამართლომ დეკემბერში გამოიტანა.

პროკურორის თქმით, 29 წლის დენიელ ჰოლტცკლოუმ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს აფროამერიკელი ქალების მიმართ არაერთი სექსუალური ძალადობის ფაქტი ჩაიდინა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე