შსს მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილის პოვნის ფატქს ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 10:05 | 22.01.2016
ნანახია: 1610

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”კურიერს” ინფორმაცია ვახტანგ ქირიას ავტომობილის პოვნის შესახებ დაუდასტურა. ”რუსთავი 2” -ის ცნობით, მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილი სამართალდამცველებმა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

სამართალდამცავები გვიანობამდე სწავლობდნენ E კლასის Mercedes-ის მარკის ავტომობილს ნომრებით FBI 010. მანქანა არ არის დაზიანებული, მხოლოდ უკანა საბურავი აქვს დაშვებული. ავტომობილი უკვე გადაიტანეს სპეციალურ ავტოსადგომზე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე