სომალის დედაქალაქში ტერატქების სერიას 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:58 | 22.01.2016
ნანახია: 1621

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში რესტორნებზე თავდასხმების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 20 ადამიანი.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ”აშ-შაბაბმა” აიღო. ქვეყნის ოფიციალურმა ხელისუფლებამ მომხდარს ბარბაროსობა უწოდა.

თავდასხმა მოგადიშოში რამდენიმე რესტორანსა და კაფეზე განხორციელდა. თვადაპირველად დანაღმული მანქანები აფეთქდა, შემდეგ კი ტერორისტებმა რესტორნებში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე