ავარიას წნორში 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 18.12.2020
ნანახია: 590

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორში, რომელსაც 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა, ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 18 წლის მგზავრი, რომელიც ამ დრომდე წნორის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: იმედინიუსი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე