მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილი სავარაუდოდ იპოვეს

საქართველო, თბილისი - 09:39 | 22.01.2016
ნანახია: 1765

მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამის შესახებ ”რუსთავი 2” იტყობინება.

ისინი გვიანობამდე სწავლობდნენ E კლასის Mercedes-ის მარკის ავტომობილს ნომრებით FBI 010. ის არ არის დაზიანებულია, მხოლოდ უკანა საბურავია დაშვებული. მანქანა უკვე გადაიტანეს სპეციალურ ავტოსადგომზე.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერეს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით. ეკუთვნის თუ არა ნამდვილად ნუცუბიძეზე ნაპოვნი ავტომობილი პროკურორ ვახტანგ ქირიას, ამ დროისთვის უცნობია.

როგორც ”რუსთავი 2” იუწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროში მათი  ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე