საავადმყოფოებში პაციენტთა მიმართვიანობამ მოიმატა

საქართველო, თბილისი - 09:35 | 22.01.2016
ნანახია: 2030

გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების ფონზე, საავადმყოფოებში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა. განსაკუთრებით ბავშვთა კლინიკებში, სადაც დღეში საშუალოდ 90-მდე პაციენტი მიჰყვათ, თუმცა, ექიმების თქმით, მხოლოდ ნაწილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ მიმართვიანობამ კლინიკებში კიდევ მოიმატოს, თუმცა ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის და გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა დაშვებულ ზღვარს არ აღემატება.

ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან სამი H1N1, ერთი კი H3N2-ის შტამის ვირუსით.

სპეციალისტების თქმით, დაავადებულთა მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე