24 ძარცვის ორგანიზებისთვის საბერძნეთში ქართველები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 16.12.2020
ნანახია: 547

საბერძნეთში ძარცვისთვის ქართველთა ჯგუფი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნულ მედია ავრცელებს.

ქართველების ჯგუფი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მრავალჯერად ძარცვაშია ეჭვმიტანილი. მათ სულ მცირე 24 ძარცვა მოაწყვეს.

ბერძენმა სამართალდამცებმა ქართველების ჯგუფი 4 დეკემბერს დააკავეს და მათგან ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქუთაისისა და კასპის მკვიდრები არიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე