ზაზა ფაჩულიას "ოლ სტარში" სათამაშოდ 14 228 ხმა დააკლდა

საქართველო, თბილისი - 09:32 | 22.01.2016
ნანახია: 2768

ზაზა ფაჩულია NBA All Star-ში ვერ ითამაშებს. ხმის მიცემის საბოლოო შედეგები  NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

საბოლოო შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულიამ 768 112 ხმის დაგროვება შეძლო რაც მას სამეულში მოსახვედრად არ ეყო და მეოთხე ადგილზე გავიდა. 

პირველ ადგილზე 1 891 614 ხმით კობი ბრაიანტი, მეორე ადგილზე 980 787 ხმით კევინ დურანტი, ხოლო მესამე ადგილზე 782,339 ხმით კავაი ლეონარდი გავიდა. 

შუალედური შედეგების მიხედვით რომელიც 14 იანვარს გამოქვეყნდა  ფაჩულია 299 584 ხმით გამოკითხვაში მე-8-ე ადგილს იკავებდა. 

NBA All Star 14 თებერვალს კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე