ქობულეთში 50 წლამდე კაცი სანადირო თოფით მოკლეს

საქართველო, თბილისი - 20:42 | 15.12.2020
ნანახია: 576

ქობულეთში, 50 წლამდე კაცი სანადირო თოფით მოკლეს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებული ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ავთანდილ მიქელაიშვილის განცხადებით, დაშავებული კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე