სგპ „ყაზბეგზე“ კონიაკის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 17:41 | 21.01.2016
ნანახია: 1624

ალკოჰოლური სასმელის უკანონო შემოტანის შემთხვევა გამოავლინეს 17 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“, მებაჟე ოფიცრებმა. პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტომანქანაში, რომელსაც რუსეთის მოქალაქე ი.კ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 12 ლიტრი კონიაკი HENNESSY XO აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე