ვერ წარმომიდგენია, „გირჩიდან“ ვინმე წავიდეს - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 15:06 | 04.12.2020
ნანახია: 476

გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია, რომ გირჩიდან შეიძლება ვინმე წავიდეს.

„დილით გავიღვიძე, ეს სტატუსი დამხვდა. სისულელე დავწერე და ამისთვის ჯაფარას ბოდიშს ვუხდი. მეტი არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება. ვახტანგ მეგრელიშვილი და ზურა ჯაფარიძე ერთმანეთთან იდეალურად არ იყვნენ, ჩემი გაგებით. გუშინწინ მე და ჯაფარა მეგობრები ვიყავით, გუშინ არ მინახავს. დღეს მასზე გაბრაზებულმა პოსტი დავწერე. ეს ამბავი პარლამენტში შესვლა-არ შესვლას არ უკავშირდება. ვერ ვიხსენებ, მე და ზურას პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები რაზე გვქონდა. ვერ წარმომიდგენია, „გირჩიდან“ ვინმე წავიდეს. იმედი მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ზურაბ ჯაფარიძე „გირჩში“ ჩემთან, ვახოსთან და ვიღაცასთან კომუნიკაციის გარეშე იმ საქმეს გააკეთებს, რასაც აკეთებდა. მე მისი განცხადება ასე გავიგე. ვერავის ვერ ვეტყვი, რომ ზურაბ ჯაფარიძე უნდა წავიდეს. რა სისულელეა, მე არსად წავალ, აქ ვცხოვრობ. თავად უნდა თქვას, მისი განცხადება რას ნიშნავს. ჩემი პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცი, ზურაბ ჯაფარიძის სტატუსი რას ნიშნავს. არ ვიცი საკითხი, სადაც ზურაბ ჯაფარიძე განსხვავებულ პოზიციაზე დგას. როცა ეს არ ვიცი, როგორ გითხრათ, საიდან გამომდინარეობს ის, რაც ჯაფარიძემ დაწერა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ჯაფარიძემ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, დაწერა:

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე