კორონავირუსს 24 წლის გოგო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 03.12.2020
ნანახია: 784

კორონავირუსის შედეგად 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. ის მცხეთის ცხელების ცენტრში 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში და არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნინო გულიკაშვილს საეჭვო სიმპტომები 3 დღის განმავლობაში გამოუვლინდა. ამ პერიოდში ოჯახი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ოჯახმა პაციენტის კლინიკა "ლანცეტში" გადაყვანა თავად გადაწყვიტა, თუმცა ადგილზე მისულებს კლინიკაში განუცხადეს, რომ თავისუფალი ადგილები არ ჰქონდათ და პაციენტს ვერ მიიღებდნენ.

საბოლოოდ, პაციენტი სამკურნალოდ მცხეთის ცხელების ცენტრში მიიყვანეს. ცხელების ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ქალი 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკიდან გაწერის დღეს დამძიმდა. ახალგაზრდა ქალი,1 დეკემბერს გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ექიმების გულგრილობას და არასათანადო მკურნალობას უკავშირებენ.

როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, კლინიკაში გადაყვანის დღეს ნინო გულიკაშვილს მხოლოდ სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და მას არცერთი თანმდევი დაავადება არ აწუხებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე