Iphone 12-ს ხვალ, 1 საათზე, გადმომცემენ - მეუფე ნიკოლოზი
საქართველო, თბილისი - 21:06 | 01.12.2020 ნანახია: 251
კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ დაპირებულ Iphone 12-ს ხვალ, 1 საათზე გადასცემენ.
"ბოლოს რომ ეთერში ვიყავი, ვეცადე მეთქვა, რომ კამერა ესაა იარაღი [...] ესეცაა თავდაცვის საშუალება და მე ვთქვი, რომ მაქვს ეს [მოდელი ტელეფონის] და ესეც არაა ბოლო მოდელი-მეთქი და რა მოხდა იცით?! ზუსტად ორ კვირაში ამერიკაში Iphone 12-ის [ბოლო მოდელი] პრეზენტაცია იყო და მაღაზიებში დაიწყეს რეკვა, რომ მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ Iphone 12 გამოსულიაო და მოკლედ, ისეთი რიგი დადგა, რომ ახალი პარტიის გამოწერა მოუწიათ და ამ ერთერთი მაღაზიიდან დამირეკეს, ესაა ISTYLE და მითხრეს, რომ ისეთი კარგი საქმე გაგვიკეთეთო, ისეთი რეკლამაო, რომ ჩვენ გვინდა IPHONE 12-ის პირველი მფლობელი თქვენ იყოთო. არ ჰქონდათ მიღებული და შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, კი არ დაგვავიწყდაო, გვინდა ყველაზე კარგი აიფონი გაჩუქოთ 512GB მეხსიერებისო და ხვალ 1 საათზე უნდა მოხდეს ეს გადმოცემა". – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 11 ოქტომბერს TV პირველის ეთერში თქვა, რომ მას iPhone 11 Pro აქვს და არა ბოლო მოდელი iPhone 12, რომლის პრეზენტაციაც გუშინ შედგა და საქართველოში გაყიდვაში ჩაშვებული ჯერჯერობით არაა. შესაბამისად, შესაძლოა, საქართველოში iPhone 12 Pro-ს ერთერთი პირველი მფლობელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი გახდეს.
"კამერა ესაა იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს ეს კამერა. ბრალი დამდეს, ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს. იმიტომ მაქვს ზუსტად ეს ტელეფონი, რომ ამას გადიდების ფუნქცია აქვს და ლინზა არ სჭირდება. ადრე ლინზით ვიღებდი. ბოლო მოდელი არ არის, ბოლო მოდელი გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro". – თქვა მიტროპოლიტმა.
ამის შემდეგ, ტექნიკის მაღაზიამ (iSTYLE) განაცხადა, რომ მზად არის კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ბოლო მოდელი iPhone 12 Pro აჩუქოს.
პოლიტიკა
- ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია
- ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვევა
- ბევრმა ყოფილმა "ქოცმა" დამიცვა საჯაროდ, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა - ნიკა მელია
- განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები, ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ გავიწიოთ გვერდზე - დავით ბერძენიშვილი
საზოგადოება
- ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
- მტრული ძალის მხარდამჭერია, ვინც ცდილობს ეკლესიაზე შეტევა მიიტანოს და ცუდი გადაცემები გააკეთოს - მეუფე იაკობი
- საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- იმედია, მომავალ კვირას "ფაიზერისგან" გვექნება კონკრეტული ინფორმაცია როდის შემოვა პირველი დოზები - გამყრელიძე
კულტურა
- მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
- ბერლინის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საკონკურსო პროგრამა წარადგინეს
- 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი
- "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა, რომლის რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს, 2 აპრილს გაიმართება
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი საქართველოს ბანკისგან
- JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
- „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა
- „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი 2020 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა
თავდაცვა
- გაგრძელდება მოქმედება - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში - ჯუანშერ ბურჭულაძე
- თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა
- 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
- საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შემოვიდა