მზის სისტემაში ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 13:18 | 21.01.2016
ნანახია: 2425

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომების მტკიცებით, პლუტონის ორბიტის მიღმა, ნეპტუნის ზომის ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 10–ჯერ დიდია.

ასტრონომები მაიკ ბრაუნი და კონსტანტინ ბატიგინი აცხადებენ, რომ ახალი პლანეტა ფიზიკურად ჯერ არ დაუნახვთ, თუმცა მოჰყავთ მონაცემები, თუ რა გავლენას ახდენს მისი გრავიტაცია მეცნიერებისთვის კარგად ნაცნობ სხვა ციურ სხეულებზე.  

პლანეტის არსებობის დამტკიცებას ხუთი წელი დასჭირდება, რის შემდეგაც ის შესაძლოა მზის სისტემის მეცხრე პლანეტა გახდეს. ექსპერტები ბრაუნისა და ბატიგინის ცდომილების ალბათობას 0,007 პროცენტით აფასებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე