მოლდოვაში ახალი მთავრობა საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცეს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 21.01.2016
ნანახია: 1583

მოლდოვაში პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს. პარლამენტის დახურულ სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. პრემიერის პოსტი პაველ ფილიპმა ჩაიბარა, რომლის კანდიდატურასაც მოლდოვის ოპოზიცია აპროტესტებდა. სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი ნიკოლაი ტიმოფტიც ესწრებოდა, ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობაში შეჭრა დემონსტრანტთა ჯგუფმა სცადა, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუშალა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე