ვირუსული პაციენტებისათვის 24 საათიანი სამედიცინო სერვისი ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 12:00 | 21.01.2016
ნანახია: 2126

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსულ პაციენტებსათვის 24 საათიანი სამედიცინო სერვისი ამოქმედდება. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში, ვირუსულ პაციენტებს სამედიცინო სერვისს მიაწვდიან.

სამინისტროსში აცხადებენ, რომ მათი მომსახურება, როგორც გამოძახების, ისე ადგილზე სამედიცინო კონსულტაციის პრინციპით მოხდება. 
აღნიშნულ თემაზე თათბირი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოხატეს - შემოიღონ მორიგეობა.
„ისინი მზად არიან მივიდნენ და ადგილზე მოინახულონ პაციენტები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათი ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. ოჯახის ექიმები უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი ტრანსპორტით, რომელსაც ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო გამოყოფს“, - განაცხადა სოფრომაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე