40 წლის მამაკაცს 80 გრ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 27.09.2015
ნანახია: 2039

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ედუარდ შ. ხობში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული 80,26295 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 15,5231 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე ამოღებულია მეტადონის შემცველი 5 აბი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ედუარდ შ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკების, მარიხუანის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე