უკრაინაში ე.წ. ღორის გრიპით 60 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 21.01.2016
ნანახია: 1694

ბოლო მონაცემებით უკრაინაში H1N1 ვირუსით ინფიცირების 14 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.

ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის შედეგად უკვე 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 12 მათგანი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ რეგიონებში დაიღუპა, 51 პაციენტი კი ვირუსს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ემსხვერპლა.

ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად უკრაინაში 16 იანვრიდან ყველა სასწავლო დაწესებულება დაიხურა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

რთული ვითარებაა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის რუსეთსა და სომხეთში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე